ორლანდომ დეტროიტი კვლავ დაამარცხა - გოგა ბითაძის სტატისტიკა | VIDEO
5 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-4 შეხვედრაში, ორლანდო დეტროიტს დაუპირისპირდა და 94:88 გაიმარჯვა. ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ორლანდო სერიაში 3:1 დაწინაურდა და მომდევნო ეტაპზე საასპარეზოდ მხოლოდ 1 მოგება სჭირდება.
გოგა ბითაძეს ამჯერად მცირე სათამაშო დრო მიეცა - ქართველმა ლეგიონერმა კორტზე 13:12 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულასთან ერთად, 6 მოხსნაც დააგროვა. ბითაძე განსაკუთრებით პროდუქტიული შეტევაში იყო, როდესაც მეტოქის ფარზე 4 ბურთი მოხსნა.
ორლანდოსა და დეტროიტის წყვილის მომდევნო მატჩი 30 აპრილს, 03:00 საათზე გაიმართება.