ტორონტომ კლივლენდთან გაათანაბრა - მამუკელაშვილს 8 მოხსნა ჰქონდა
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის პლეი ოფების მეოთხე მატჩში, ტორონტო რეპტორსმა კლივლენდს უმასპინძლა და 93:89 დაამარცხა. კანადელებმა კლივლენდში გამართული ორივე მატჩი დათმეს, საკუთარ არენაზე კი ორივე მოიგეს, შესაბამისად, სერიაში ანგარიში 2:2 გახდა.
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 13 წუთი გაატარა და მხოლოდ 3-ჯერ შეუტია მეტოქის ფარს, საიდანაც ერთი 2-ქულიანი ჩააგდო. სანდროს 8 მხოსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჰქონდა.
ტორონტოს მხრიდან საუკეთესოები ბარნსი და ინგრამი იყვნენ (ორივე 23 ქულა დააგროვა), კლივლენდიდან კი დონოვან მიჩელი და ჯეიმს ჰარდენი გამოირჩნენ, შესაბამისად 20 და 19 ქულით.
გუნდებს შორის მეხუთე დაპირისპირება 30 მაისს გაიმართება, სერია კლივლენდში გადაინაცვლებს.
That’s a dubbb 😤
— Toronto Raptors (@Raptors) April 26, 2026
Presented by @McDonaldsCanada pic.twitter.com/12JZvPeD35