Belive

ლეიკერსი დენვერთან დამარცხდა | სანდრო ერთ-ერთი საუკეთესო იყო

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს პრე-სეზონის ბოლო მე-5 შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსი დენვერ ნაგეთსთან 106:121 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა 20:39 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მან 15 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა ჩააგდო ჯამალ მარიმ, 19 ქულა კი ოსტინ რივზსს ჰქონდა. ნიკოლა იოკიჩმა 17 ქულა ჩააგდო, ხოლო ლუკა დონჩიჩმა 15.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი რეგულარულ სეზონს 22 ოქტომბერს დაიწყებს, მათი პირველი მეტოქე გოლდენ სტეიტ უორიორსი იქნება.

სხვა სტატიები