Belive

ლეიკერსი გოლდენ სტეიტთან დამარცხდა | სანდროს კარგი მატჩი ჰქონდა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს პრე-სეზონის მე-4 შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსი გოლდენ სტეიტ უორიორსთან 89:101 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა 20:43 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მან 10 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი), 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა ჩააგდო ოსტინ რივზმა, 17-17 ქულა თანაბრად ჩააგდეს იაქსელ ლენდებორგმა და ბრენდინ პოძიემსკიმ.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი პრე-სეზონის ბოლო შეხვედრას დენვერ ნაგეთსის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 17 ოქტომბერს ჩატარდება.

ამის შემდეგ კი ქართველი კალათბურთელის გუნდი რეგულარულ სეზონს დაიწყებს, მათი მეტოქე სადებიუტო მატჩში გოლდენ სტეიტ უორიორსი იქნება, დაპირისპირება 22 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები