Belive

მამუკელაშვილის ყველაზე მეტი სათამაშო დრო მიმდინარე სეზონში | ლეიკერსმა კლიპერსს მოუგო

3 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ლეიკერსმა, რომელმაც დღეს ლუკა დონჩიჩის გარეშე ითაშამა, ლოს ანჯელეს კლიპერსი 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 83:107 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში სანდრო მამუკელაშვილმა ყველაზე მეტი დრო მიიღო - ქართველმა ფორვარდმა 30 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

მამუმ 10-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი მისი 5-ვე მცდელობა არაზუსტი გამოდგა.

ლეიკერსს 23 ქულით, 5 პასითა, 4 ჩაჭრითა და 3 მოხსნით კვენტინ გრაიმსმა ულიდერა,

მამუკელაშვილის გუნდი, რომელიც 4 მოგებითა და 1 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას შაბათს, 31 ოქტომბერს, გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები