ლეიკერსის პირველი მარცხი | სანდრო მამუკელაშვილს საუკეთესო მატჩი ჰქონდა
17 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან 129:136 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა 24:01 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მან 17 ქულა (4-დან 3 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 41 ქულა ლუკა დონჩიჩმა ჩააგდო, ოსტინ რივზს 26 ქულა ჰქონდა, ხოლო პორტლენდიდან საუკეთესო 23-23 ქულით საუკეთესოები იყვნენ დენი ავდია და ჯა მორანტი.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი მიმდინარე რეგულარულ სეზონში პირველად დამარცხდა, მათ ამჟამად 3 მოგება და 1 მარცხი აქვთ და დასავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ხვალ, 29 ოქტომბერს ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ გამართავს.