ლებრონ ჯეიმსმა კიდევ ერთი საოცარი რეკორდი დაამყარა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ორლანდო მეჯიქი ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით 105:104 დაამარცხა.
აღნიშნულ მატჩში კიდევ ერთი საოცარი რეკორდი დამყარდა, რომელიც ლეგენდარულ ლებრონ ჯეიმსს ეკუთვნის. 41 წლის ვეტერანმა კალათბურთელმა რეგულარულ სეზონში 1612-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც აბსოლუტური რეკორდია. მან ამით რობერტ პერიშს აჯობა, რომლის რეკორდი 1611 ჩატარებული მატჩი იყო.
ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრაში 34:23 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა.
Congrats to @KingJames of the @Lakers on becoming the NBA’s all-time leader in TOTAL GAMES PLAYED! pic.twitter.com/MOxwbcDJw1
— NBA (@NBA) March 21, 2026
ლოს ანჯელეს ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში 46 მოგებით და 25 მარცხით მე-3 პოზიციაზეა, მათ ბოლო 9 შეხვედრიდან ცხრავე მოგებული აქვთ.