Belive

კანადამ ამერიკას მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კანადამ აშშ-ს ოვერტაიმში, ანგარიშით 127-118 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 111:111 დასრულდა. თამაშის დასრულებამდე 4 წამით ადრე, კანადელები 4 ქულით იგებდნენ, თუმცა მიკალ ბრიჯესმა ჯერ საჯარიმო გამოიყენა, შემდეგ კი მისივე აცილებული ტყორცნა თავად მოხსნა და სამქულიანით გაათანაბრა.

დამატებითი დრო კანადის სრული უპირატესობით წარიმართა - 16:7.

კანადის ნაკრებს 39 ქულით, 5 პასით, 4 მოხსნით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით დილონ ბრუქსმა ულიდერა. 31 ქულა, 12 ასისტი, 6 მოხსნა და 1 დაფარება იყო შაი გილჯეს-ალექსანდერის ანგარიშზე.

ამერიკელთა რიგებში 24 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ენტონი ედვარდსი გამოირჩა.

კანადამ მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის მოპოვება ისტორიაში პირველად შეძლო, აშშ კი უმედლოდ ზედიზედ მეორედ დარჩა.

სხვა სტატიები