Belive

არტურს ზაგარსმა მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 ადგილისთვის შეხვედრაში ლატვიის ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვას 35-ქულიანი სხვაობით, ანგარიშთ 98:63 მოუგო.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა, ლატვიელთა უკანახაზელმა, არტურს ზაგარსმა, რომელმაც 17 ასისტი მიითვალა, რაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

23 წლის კალათბურთელმა ტონი კუკოჩის რეკორდი გააუმჯობესა (15 პასი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე). 

ლატვიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მე-5 პოზიციაზე დაასრულა, ლიეტუვამ კი მე-6 ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები