Belive

მსოფლიო ჩემპიონატის MVP დენის შროდერი გახდა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი გერმანიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ფინალში სერბეთი 83:77 დაამარცხა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დენის შროდერი დასახელდა. 29 წლის უკანახაზელი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებულ 8 მატჩში საშუალოდ 19,1 ქულას, 6,1 პასსა და 2 მოხსნას აგროვებდა.

შროდერმა ფინალურ შეხვედრაში 28 ქულას, 2 მოხსნას, 2 ასისტსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა, სერბეთმა კი ფინალი მეორედ წააგო.

სხვა სტატიები