Belive

გერმანია საკალათბურთო დომინანტია - მათ მსოფლიოს შემდეგ ევროპაც მოიგეს

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

გერმანია საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მეორედ გახდა. მათ ფინალში თურქეთის ნაკრები 88:83 დაამარცხეს. გერმანელებმა პირველად კონტინენტის პირველობა 1993 წელს მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ გერმანელებმა ტურნირზე ჩატარებული ცხრავე შეხვედრა მოიგეს. ჯგუფში მათ მონტენეგრო, შვედეთი, ლიეტუვა, დიდი ბრიტანეთი და ფინეთი დაამარცხეს. მერვედფინალიდან გააგდეს პორტუგალია, მეოთხედფინალში მოუგეს დონჩიჩის სლოვენიას, ნახევარფინალში მარტივად გაუმკლავდნენ ფინეთს და ფინალში დაამარცხეს თურქეთი, რომელთანაც უმეტესი დრო ჩამორჩენაში გაატარეს.

ფინალის საუკეთესო მოთამაშე ისააკ ბონგა გახდა, ტურნის MVP კი - დენის შროდერი.

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: დენის შროდერი, ლუკა დონჩიჩი, ფრანც ვაგნერი, იანის ანტეტოკუნმპო, ალპერენ შენგუნი.

სხვა სტატიები