Belive

ბითაძის 4 ქულა ჰიუსტონთან | ორლანდო ოვერტაიმში დამარცხდა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მე-14 მატჩში, ჰიუსტონ როკეტსმა ორლანდო მეჯიქს უმასპინძლა და 117:113 დაამარცხა (ოვერტაიმში). მატჩის ძირითადი დრო 102:102 დასრულდა, დამატებულ ხუთწუთეულში კი მასპინძლებმა 4 ქულით მოიგეს. ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ, ორლანდო დამარცხდა და ახლა წაგება/მოგების ბალანსი 7/7-ზე აქვს.

გოგა ბითაძე ისევ ვენდელ კარტერს ცვლის და ამჯერად ქართველმა 15 წუთზე ოდნავ მეტი მიიღო. გოგამ მეჯიქს 4 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა. გოგამ 2-ჯერ შეუტია 3-წამიანიდან და ერთხელ ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი 4-დან 2-ჯერ ზუსტი აღმოჩნდა.

განსაკუთრებულად კარგი მატჩი ჰიუსტონის კალათბურთელებმა, კევინ დურანტმა და ალპერენ შენგუნმა ჩაატარეს - შესაბამისად 35 და 30 ქულა. თურქ ცენტს მხოლოდ 2 პასი დააკლდა იმისთვის, რომ სამმაგი შეესრულებინა.

ორლანდო მეჯიქი, 19 ნოემბერს, გოლდენ სტეიტ ვორიორსს მიიღებს.

სხვა სტატიები