Belive

ისტორიული ევრობასკეტი - საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა და მეოთხედფინალშია

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისტორიული შედეგი დადო. ჩვენმა გუნდმა, რომელიც მერვედფინალში აუტსაიდერად მიიჩნეოდა, საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა (80:70) და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრები ამ მოგებით კიდევ ერთ აუტსაიდერს, ფინეთს შეუერთდა. ფინელებმა თავის მხრივ უდავო ფავორიტი, სერბეთი დაამარცხეს და ახლა საქართველო და ფინეთი ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან.

დიდებული შეხვედრა ჩაატარეს ჩვენმა კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამა და ნატურალიზებულმა კამარ ბოლდუინმა - ორივე მათგანმა საფრანგეთს 24 ქულა ჩაუგდო. თორნიკეს 8 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა, კამარს კი 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილი იყო ერთადერთი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა და 11 მოხსნა.

გოგა ბითაძეს 8 ქულა ჰქონდა, ბექა ბურჯანაძეს - 6, ხოლო გიორგი შერმადინმა 4 ქულა ჩააგდო.

საქართველოსა და ფინნეთს შორის მეოთხედფინალური მატჩი 10 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები