Belive

ტორონტოს წაგებები შეწყდა | მამუკელაშვილმა დალასს 13 ქულა ჩაუგდო

4 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ტორონტო რაპტორსმა დალას მავერიქსს უმასპინძლა და 30-ქულიანი სხვაობით, 122:92 დაამარცხა. ტორონტო ცუდი სერიით მოდიოდა, კანადელები ზედიზედ დამარცხდნენ ჯერ ნიუ იორკთან, შემდეგ კი მინესოტასთან.

დალასთან მატჩში, სანდრო მამუკელაშვილმა, 17:36 წუთი მიიღო და დრო ბრწყინვალედ გამოიყენა. ქართველმა ტორონტოს 13 ქულა, 7 მხოსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოუტანა. სანდრომ 6-დან 2 სამქულიანი და 3/3-ორქულიანი ჩააგდო. ეს მამუკელაშვილის ყველაზე შედეგიანი გამოსვლა იყო ბოლო 7 მატჩში.

63 ჩატარებული შეხვედრიდან, რაპტორსმა 36 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზეა. ქართველის გუნდი 11 მარტს ჰიუსტონ როკეტსს ეწვევა.

სხვა სტატიები