Belive

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა ინდიანა პეისერსი დაამარცხა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" "ინდიანა პეისერს" დაუპირისპირდა და ქართველის გუნდმა მეტოქე 117:110 დაამარცხა.

გოგამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 11:25 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 ქულა, 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ბლოკი და 2 ჩაჭრა დააგროვა.

მატჩში ყველაზე მეტი ქულა გოგას თანაგუნდელ პაოლო ბანკეროს ჰქონდა, მან 34 ქულა მიითვალა, 7 მოხსნა და 4 ასისტი. ფრანც ვაგნერს ჰქონდა 24 ქულა და 6 მოხსნა.

"ინდიანას" რიგებიდან კი საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი იყო, 29 ქულით და 14 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მაილს ტერნერმა 24 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.

სხვა სტატიები