Belive

ორლანდო ოკლაჰომასთან დამარცხდა | გოგა ბითაძემ 6 წუთი ითამაშა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი ოკლაჰომა სითი თანდერთან 108:113 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ მატჩში 05:55 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 40 ქულა ჩააგდო შაი გილჯეს-ალექსანდერმა, ორმაგი დუბლი გაიფორმა პაოლო ბანკერომ - 32 ქულა, 10 მოხსნა, ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა ჩეტ ჰოლმგრენმა - 20 ქულა, 12 მოხსნა.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 38 მოგებით და 30 მარცხით მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 20 მარტს, შარლოტ ჰორნეტსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები