Belive

გოგა ბითაძის 6 ქულა | ორლანდომ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო

4 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ნიუ ორლეანს პელიკანსმა ორლანდო მეჯიქს უმასპინძლა და 108:112 დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ, ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მეცხრე ადგილზეა, თუმცა ექვსეულთან მხოლოდ ერთი მოგების განსხვავებაა და რეგულარულის ბოლომდე, უკეთესი ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს.

გოგა ბითაძემ მწვრთნელისგან 16 წუთი მიიღო და ორლანდოს 6 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება შესძინა. გოგამ მხოლოდ ერთი სროლა გააფუჭა (3/4).

აღსანიშნავია, რომ დარჩენილ 4 შეხვედრაში, ორლანდოს აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ და მეორე ადგილოსნებთან შეხვედრებიც რჩება (დეტროიტი და ბოსტონი) - 7 აპრილს, მეჯიქი სწორედ პისტონსს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები