ბითაძის მე-2 ორმაგი დუბლი სეზონში | ორლანდომ მინესოტა დაამარცხა
4 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ორლანდო მეჯიქის მოგებათა სერია 4 მატჩამდე გაიზარდა - ჯამალ მოსლის გუნდმა მინესოტა ტიმბერვულვზს უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 132:120 დაამარცხა.
მატჩში 22 წუთამდე ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც მიმდინარე სეზონში მე-2 ორმაგი დუბლი გაიფორმა - 14 ქულა, 15 მოხსნა (ყველაზე მეტი მატჩში), 6 შედეგიანი გადაცემა (ყველაზე მეტი მატჩში ბანკეროსთან და ბეინთან ერთად) და 1 ჩაჭრა. გოგამ 11-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ორლანდოს 20 ქულით, 8 მოხსნით, 6 ასისტითა და 1 ჩაჭრით პაულო ბანკერომ ულიდერა.
ბითაძის გუნდი, რომელიც 44 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს შაბათს, 11 აპრილს, ჩიკაგო ბულსის წინააღმდეგ გამართავს.