"გოგა ბითაძე დაუფასებელი მოთამაშეა" - Orlando Magic Daily
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ორლანდო მეჯიქის" ცენტრის გოგა ბითაძის შესახებ სტატიას Orlando Magic Daily აქვეყნებს, მათ სტატიაში ის 5 კალათბურთელია მოცემული, რომლებმაც ახალი სეზონის დაწყებამდე შესაძლოა გუნდი დატოვონ.
"ორლანდო მეჯიქი" ზედიზედ მეორე წელია პლეი-ოფში გადის, თუმცა წელს პირველივე რაუნდში "ბოსტონ სელტიკსმა" დაამარცხა. თუკი გუნდის თითოეული კალათბურთელი ჯანმრთელი იქნება, ისინი სერიოზულ საფრთხედ გამოიყურებიან, თუმცა ტრავმებმა და ნასროლი ბურთების გამოუყენებლობამ მათი დამარცხება გამოიწვია. ხარჯების სწრაფი ზრდის გამო, ლოდინის დრო აღარ არის, "მეჯიქმა" შემდეგი ნაბიჯი უნდა გადადგას და შემადგენლობა გადაახალისოს.
გასულ სეზონში "ორლანდომ" კენტავიუს კალდველ-პოუპთან სამწლიანი და 66-მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ის სტაბილურად კარგად ვერ ისვრის. მათ აღნიშნულ პოზიციაზე კალათბურთელი სჭირდებოდათ, მაგრამ ამით პრობლემების მოგვარება ვერ შეძლეს. თუ "მეჯიქს" შემადგენლობის განახლება სურს, რამდენიმე მოთამაშის გაშვება და რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ჩვენ წარმოგიდგენთ მოთამაშეებს, რომლებმაც შესაძლოა ბოლოჯერ ითამაშეს "ორლანდოში".
გოგა ბითაძე "მეჯიქისთვის" ფუფუნებაა. მიმდინარე სეზონი მან მესამე ცენტრის რანგში დაიწყო, თუმცა ტრავმების გამო 42-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო, სადაც საშუალოდ 24.9 წუთს თამაშობდა, ამ დროში ის 9.1 ქულას, 8.4 მოხსნას, 2.3 შედეგიან გადაცემას და 1.8 დაფარებას აგროვებდა. სათადარიგოს როლში ბითაძე მხოლოდ 13.7 წუთს თამაშობდა, ხოლო პლეი-ოფში 11 წუთს. იმის გათვალისწინებით, რომ 25 წლის მოთამაშე მომავალ სეზონში 8.3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ეს ყველაფერი მის შესაძლო წასვლისკენ მიგვითითებს.
რამდენიმე გუნდი უკვე იჩენს ინტერესს ცენტრის მიმართ, მათ შორის „ლეიკერსი“. "ორლანდოს" მის გაცვლასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, თუ მათ სათადარიგო ცენტრი სჭირდებათ, შეუძლიათ, რომ მინიმალური ხელფასით ვეტერანი კალათბურთელი იპოვნონ, თავისუფალი აგენტის სტატუსით.
ბითაძე დაუფასებელი მოთამაშეა, რომელიც ყოველთვის მეტ სათამაშო დროს იმსახურებს. "ორლანდოში" ეს არ მოხდება, ამიტომ ორივე მხარისთვის უმჯობესია, რომ ის გუნდიდან წავიდეს. - Orlando Magic Daily