ორლანდომ ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო | გოგამ 16 წუთი ითამაშა
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა ბრუკლინ ნეტსი 105:98 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ მატჩში 16:15 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა (4-დან 3 ორქულიანი), 8 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა ფრანც ვაგნერმა ჩააგდო, 24 ქულა მაიკლ პორტერს ჰქონდა, მან 11 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 7 მოგებით და 6 მარცხით მე-10 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 17 ნოემბერს, ჰიუსტონ როკეტსის წინააღმდეგ გამართავს.