ტორონტომ ბრუკლინი დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა | სანდრომ 18 წუთი ითამაშა
3 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
დღეს, NBA-ს 2025/26 წლების რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრები გაიმართა, ტორონტო რეპტორსი ბრუკლინ ნეტსს დაუპირისპირდა და მეტოქე 136:101 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.
სანდრო მამუკელაშვილმა 17:38 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულა (3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი), 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 36 ქულა ერ ჯეი ბარეტმა ჩააგდო, 25 ქულა ჰქონდა ბრენდო ინგრამს, ბრუკლინელთა რიგებიდან კი 20 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ტაისონ ეტიენი.
ტორონტო რეპტორსმა აღმოსავლეთ კონფერენცია 46 მოგებით და 36 მარცხით მე-5 პოზიციაზე დაასრულა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა პლეი-ოფში გასვლა მოახერხა და პირველ რაუნდში მათი მეტოქე კლივლენდ კავალიერსი იქნება, შეხვედრა 18 აპრილს გაიმართება.