Belive

ბითაძის 9 ქულა და გამარჯვება დეტროიტთან

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს, გამთენიისას, NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგი თამაში "ინდიანა პეისერსმა" "დეტროიტთან" გამართა და 116:111 მოიგო. გოგა ბითაძემ "პისტონსის" წინააღმდეგ პარკეტზე 11 წუთი გაატარა, რა დროშიც ის საკმაოდ შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა 9 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი), 5 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 დაფარება მოაგროვა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ახალგაზრდა კალათბურთელის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო სეზონში. "ინდიანა პეისერსი" შემდეგ თამაშს 27 მარტს, "დალასთან" გამართავს.        

სხვა სტატიები