Belive

ბითაძის შედეგიანი მატჩი - ინდიანამ სან ანტონიოსთან იმარჯვა | VIDEO

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,ინდიანა პეისერსს'' უმასპინძლა და 11-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 108:119 დამარცხდა. ,,ინდიანას'' შემადგენლობაში 20 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც 10 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გოგამ 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,პეისერსს'' 19 ქულით, 10 ასისტით, 3 ჩაჭრითა და 2 მოხსნით ტაირის ჰალიბერტონმა ულიდერა. ,,სან ანტონიოს'' რიგებში 26 ქულით, 7 მოხსნით, 2 პასითა და 2 ჩაჭრით ჯოკ ლენდეილი გამოირჩა. ,,ინდიანა'' 23 მოგებითა და 45 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა, ,,სან ანტონიო'' კი 26 გამარჯვებითა და 42 წაგებით დასავლეთში მეთორმეტეა.

სხვა სტატიები