Belive

გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი და მოგება ნიუ ორლეანსთან

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ორლნადო მეჯიქმა ნიუ ორლეანს პელიკანსს უმასპინძლა და მეტოქე 128:118 დაამარცხა.

სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ. ის ერთადერთი იყო, ვინც პარკეტზე მყოფებს შორის ორმაგი დუბლი დააფიქსირა. გოგამ 32 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 14 ქულა, 13 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მოუტანა. ბითაძემ 10-დან 7-ჯერ ზუსტად შეუტია ფარს. მირს +/- ბალანსიც ყველაზე მაღალი იყო (+23). ბითაძეს, ამ სეზონში, 14 და 15-ქულიანი მატჩებიც ჰქონდა, მაგრამ 13 მოხსნა ყველაზე მაღალი შედეგია.

40 თამაშის შემდეგ, 22 მოგებით, ორლანდო, აღმოსავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილზეა, მეჯიქი შემდეგ შეხვედრას მემფისის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები