ორლანდო მემფისთან დამარცხდა | გოგამ 15 წუთი ითამაშა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი მემფის გრიზლისთან 109:126 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ მატჩში 15:02 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულა (4-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.
შეხვედრაში ორმაგი დუბლი გაიფორმა და ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო ჯა მორანტმა - 24 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა, 21 ქულა ჰქონდა ჯოკ ლანდეილს, ხოლო ორლანდოს რიგებიდან 19 ქულით ენტონი ბლექი გამოირჩა.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 23 მოგებით და 19 მარცხით მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 23 იანვარს, შარლოტ ჰორნეტსის წინააღმდეგ გამართავს.