Belive

ზუროსი: ,,ეს საქართველოსთვის ისტორიული მომენტია''

8 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და ცენტრმა, გოგა ბითაძემ, კაბო ვერდესთან მოგებულ მატჩზე ისაუბრეს:

გოგა ბითაძე: ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა. არ ვიცოდით, რა მოლოდინები უნდა გვქონოდა, მაგრამ ბიჭებმა შესანიშნავად იმუშავეს, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც მწვრთნელმა თამაშამდე  დაგვავალა, მის გეგმას მივყევით და დამსახურებლად მოვიგეთ.

 

ილიას ზუროსი: ვიტყვი, რომ ეს საქართველოსთვის ისტორიული მომენტია - პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი გამოჩენა... ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო, წინ სლოვენიასთან ძალიან რთული მატჩი გველოდება. მუშაობა დღეიდან უნდა დავიწყოთ და მობილიზებულები უნდა ვიყოთ.

 

მთელი გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ რამდენიმე კალათბურთელმა იმაზე უკეთ ითამაშა, ვიდრე მათგან ველოდით. ძალიან კმაყოფილი დავრჩი გოგა ბითაძით, რადგან, რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა. ეს არის კალათბურთელი, ძალიან დიდი გამოცდილებითა და ინტელექტით, რომელსაც თამაში ორ პოზიციაზე შეუძლია. სამწუხაროდ, წინა ზაფხულს გოგა და შენგელია არ გვყავდა.

 

სლოვენიასთან მატჩზე - მომდევნო შეხვედრასთან დაკავშირებით ტაქტიკურ ნაწილზე ვერაფერს გეტყვით. ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება, მსოფლიოს ტოპ გუნდთან ვთამაშობთ. მათ ერთად თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ, დონჩიჩი NBA-ის ვარსკვლავია, შეუძლია ქულების მოგროვება, პასების გაკეთება, მოხსნები... მზად ვიქნებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია და ვნახოთ, რა მოხდება.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართა და 25 ქულით, ანგარიშით 85-60 იმარჯვა.

ჩვენი გუნდი მომავალ მატჩს ორშაბათს, 28 აგვისტოს, სლოვენიის წინააღმდეგ (15:30) გამართავს.

სხვა სტატიები