ბითაძემ ორლანდოს სასტარტო ხუთეულში ითამაშა | მეჯიქი შარლოტთან დამარცხდა
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი შარლოტ ჰორნეტსთან სტუმრად 19-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 130:111 დამარცხდა.
მიმდინარე სეზონში მესამედ მეჯიქის სასტარტო ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც ტრავმირებული უენდელ კარტერი ჩაანაცვლა.
ქართველმა ცენტრმა 19 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.
ორლანდოს 24 ქულით, 7 მოხსნით, 2 ასისტითა და 1 ჩაჭრით დესმონდ ბეინმა ულიდერა, შარლოტის რიგებში კი 27 ქულით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 მოხსნით კობი უაითი გამოირჩა.
ბითაძის გუნდი, რომელიც 38 მოგებითა და 31 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს კვირას, 22 მარტს, ლოს ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ გამართავს.