ორლანდომ სტუმრად მემფისი დაამარცხა | ბითაძემ 13 წუთამდე ითამაშა
16 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
ორლანდო მეჯიქმა NBA-ის პრე-სეზონის პირველ შეხვედრაში, მემფის გრიზლისი სტუმრად 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 122:118 დაამარცხა.
მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო გოგა ბითაძე, რომელმაც არასრულ 13 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
მეჯიქს 19 ქულით, 5 მოხსნით, 2 პასითა და 1 ჩაჭრით ტრისტან და სილვამ ულიდერა,
ორლანდო პრე-სეზონის მომავალ შეხვედრას ორშაბათს, 12 ოქტომბერს, კლივლენდთან სტუმრად გამართავს.