Belive

ორლანდო ბოსტონთან დამარცხდა და პლეი-ინში იასპარეზებს | გოგამ 16 წუთი ითამაშა

3 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს, NBA-ს 2025/26 წლების რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრები გაიმართა, ორლანდო მეჯიქი ბოსტონ სელტიკსთან 108:113 დამარცხდა და ქართველის გუნდი პლეი-ინში იასპარეზებს.

გოგა ბითაძემ მატჩში 16:22 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 30 ქულა ბეილორ შაიერმანმა ჩააგდო, ორმაგი დუბლი გაიფორმა ლუკა გარზამ - 27 ქულა, 12 მოხსნა, ასევე 27 ქულა ჩააგდო რონალდ ჰარპერმა, ხოლო ორლანდოს რიგებიდან ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა ჩააგდო და სამმაგი დუბლით გამოირჩა პაოლო ბანკერო - 23 ქულა, 10 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა.

ორლანდო მეჯიქმა აღმოსავლეთ კონფერენციაში ასპარეზობა 45 მოგებით, 37 მარცხით და მე-8 პოზიციით დაასრულა, ამ შედეგით კი ქართველის გუნდი პლეი-ინში იასპარეზებს, მათი მეტოქე ფილადელფია სიქსერსი იქნება, პირველი შეხვედრა 16 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები