Belive

ორლანდომ მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა | გოგა ბითაძეს წამიც არ უთამაშია

4 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა ნიუ იორკ ნიქსი 111:102 დაამარცხა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა, მოქმედ ჩემპიონებს კი 3 მარცხი აქვთ და არცერთი მოგება.

გოგა ბითაძეს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, როგორც NBA-ს ოფიციალური საიტიდან ვიგებთ ეს მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო და მას არანაირი დაზიანება არ ჰქონია, ამას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ ორლანდოს მართლაც ჰყავდა რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე, ესენია: პაოლო ბანკერო, ჯონათან აიზეკი, იზაია ნელსონი და ნოა პენდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 28 ქულა ჩააგდო ჯეილენ ბრანსონმა, ორლანდოელთა მხრიდან კი გამორჩეული იყო და ორმაგი დუბლი მიითვალა ფრანც ვაგნერმა - 23 ქულა, 13 მოხსნა.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 1 მოგებითა და 2 მარცხით მე-10 პოზიციაზეა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს ტორონტო რეპტორსის წინააღმდეგ გამართავს.