Belive

ვინ არის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი?

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფას საკლუბო მსოფლიო თასზე მერვედფინალი თითქმის დასრულებულია. 6 მეოთხედფინალისტი ცნობილია და დარჩენილ ორს კი რეალი/იუვენტუსი და დორტმუნდი/მონტერეი გაარკვევენ.

მას შემდეგ, რაც მანჩესტერ სიტი ალ ჰილალთან სენსაციურად გავარდა, კლუბების ფავორიტობის რეიტინგი შეიცვალა. სხვადასხვა ბუკმეიკერულმა კომპანიებმა გუნდებს კოეფიციენტები მიანიჭეს და ახლა ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტი პსჟ-ია.

ტურნირზე დარჩენილი ათივე გუნდის კოეფიციენტები:

1) პსჟ 2/1
2) რეალი 9/2
3) ჩელსი 4/1
4) ბაიერნი 11/2
5) ალ ჰილალი 11/1
6) პალმეირასი 14/1
7) ფლუმინენსე 14/1
8) დორტმუნდი 25/1
9) იუვენტუსი 25/1
10 მონტერეი 100/1

2010 წლიდან დღემდე, მხოლოდ ერთი შემთხვევაა, როცა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი არაევროპულმა კლუბმა მოიგო, ეს 2012 წელს კორინთიანსმა მოახერხა. წელს საკლუბო მუნდიალი განსხვავებული ფორმატით პირველად ტარდება.

სხვა სტატიები