Belive

ჩელსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2-ფინალშია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ჩელსიმ ბრაზილიური პალმეირასი 1:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. პირველი გოლი მე-16 წუთზე კოულ პალმერმა გაიტანა, 53-ე წუთზე ესტევაოს გოლით პალმეირასმა გაათანაბრა, 83-ე წუთზე კი მალო გუსტოს კარში დარტყმას ვევერტონის შეცდომა მოჰყვა და გოლი გავიდა, საბოლოოდ ავტოგოლი სწორედ პალმეირასის მეკარეს ჩაეთვალა.

ჩელსი 1/2-ფინალში კვლავ ბრაზილიუ კლუბს დაუპირისპირდება, ამჯერად მისი მეტოქე ფლუმინენსე იქნება, მატჩი 8 ივნისს 23:00 საათზე დაიწყება.

დღეს კიდევ 2 მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება.

  • პსჟ : ბაიერნი - 20:00 საათი

  • რეალ მადრიდი : დორტმუნდი - 00:00 საათი

სხვა სტატიები