ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელია
4 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, ჟოზე მოურინიო რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელია, ამის შესახებ ესპანურმა კლუბმა ინფორმაცია გამოაქვეყნა.
რეალ მადრიდის განცხადება:
ფლორენტინო პერესის თავმჯდომარეობით დღეს, ხუთშაბათს, 11 ივნისს, გამართულ შეხვედრაზე, რეალ მადრიდის დირექტორთა საბჭო შეთანხმდა, რომ ჟოზე მოურინიო დაინიშნოს პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში, კერძოდ 2029 წლის 30 ივნისამდე. - რეალ მადრიდის ოფიციალური განცხადება
აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი რეალ მადრიდს 13 ივლისს, სეზონისწინა ვარჯიშის დაწყების დღეს შეუერთდება.
Comunicado Oficial: José Mourinho
— Real Madrid C.F. (@realmadrid) June 11, 2026