Belive

"ვიმედოვნებ მიქაუტაძის ტრანსფერზე შეთანხმებას მალე მივაღწევთ" - მონაკოს სპორტული დირექტორი

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მონაკოს" სპორტული დირექტორი ტიაგო სკურო გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ "მეცთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედოვნებს ყველაფერი მალე მოგვარდება.

სრულად ინტერვიუ:

სატრანსფერო ბაზარი იწყება და ჩვენ ვეძებთ თავდამსხმელს. ჩვენ უკვე გვყავს ორი ძალიან კარგი მოთამაშე (ფოლარინ ბალოგუნი და ბრილ ემბოლო) ამ პოზიციაზე.

გიორგი მიქაუტაძესთან გვაქვს მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე გვექნება კარგი და სამართლიანი შეთანხმება. მოლაპარაკებებში ბევრი რამ გვაქვს ჩართული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვიპოვით გზას, რათა "მეცის" მოლოდინები გაამართლოს. მე პირადად ვესაუბრები "მეცის" პრეზიდენტს და გვაქვს პირდაპირი კავშირი კლუბთან, იმედი მაქვს, რომ დადებითი შედეგი გვექნება. - ტიაგო სკურო - "მონაკოს" სპორტული დირექტორი

შეგახსენებთ, რომ "აიაქსმა" გიორგი მიქაუტაძე გუნდიდან გაუშვა. ქართველმა თავდამსხმელმა 2022/23 წლებში სეზონის ნახევარი ნიდერლანდურ გუნდში გაატარა, შემდეგ კი "მეცში" 6 თვიანი იჯარით გაუშვეს, საბოლოოდ ფრანგულმა გუნდმა 23 წლის ფეხბურთელი 13 მილიონად გამოისყიდა

სხვა სტატიები