Belive

პსჟ მონაკოსთან დამარცხდა | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურის შეხვედრაში მონაკომ პარი სენ-ჟერმენი 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ტაკუმი მინამინომ გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა კარში 2-ჯერ დაარტყა, ერთხელ დარტყმული კი დაუბლოკეს, 11 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გაიმარჯვა, ბურთს 44-ჯერ შეეხო, 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 3 წარმატებული გამოდგა, 26 გადაცემიდან 20 ზუსტად შეასრულა (77%).

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 6.6

  • Flashscore - 6.2

  • Whoscored - 6.7

პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 30 ქულით ჯერჯერობით პირველ ადგილზეა, მე-2 და მე-3 ადგილს 28 ქულით ლანსი და მარსელი იკავებენ, ერთ-ერთის მოგების შემთხვევაში პარიზული გუნდი პირველ პოზიციას დაკარგავს. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 7 დეკემბერს, რენის წინააღმდეგ გამართავს.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები