ლუის ენრიკე ჟოზე მოურინიოს: "ოქროს ბურთის ყველაზე ღირსეული კანდიდატები პსჟ-ს ვარსკვლავები არიან"
ლუის ენრიკემ ოქროს ბურთის მთავარ კანდიდატებად საკუთარი ფეხბურთელები დაასახელა და მათ ღიად დაუჭირა მხარი. ესპანელის აზრით, ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი პსჟ-ს შემადგენლობიდან უნდა იყოს. პარიზული კლუბის რამდენიმე ვარსკვლავი მთავარ ფავორიტებს შორისაა. განსაკუთრებით კი, ფაბიან რუისი, უსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია. ენრიკემ ამ საკითხზე მონაკოსთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ჩემი აზრით, ოქროს ბურთის მფლობელი, პსჟ-ს ფეხბურთელი უნდა იყოს. ჩვენ ყველაფერი გვაქვს. ჩვენ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. ფაბიან რუისმა კი მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო. - ლუის ენრიკე
ენრიკემ ეს კომენტარი იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ოქროს ბურთისთვის ბრძოლა სულ უფრო და უფრო მწვავდება. პრეტენდენტთა შორის არიან, კილიან მბაპე, ჰარი კეინი, ლამინე იამალი, მაიკლ ოლისე და როდრი. ენრიკემ ამ განცხადებით, ჟოზე მოურინიოს უპასუხა, რომელმაც თავის მხრივ, მთავარ ფავორიტად, კილიან მბაპე დაასახელა.
ეს ჯილდო კონკრეტული ფეხბურთელის პირადი ისტორიის ნაწილია. დაახლოებით 12 ფეხბურთელია, რომლებიც მსოფლიო დონის ფეხბურთს თამაშობს და აქედან ოთხი, რეალში გვყავს. ოქროს ბურთი ფეხბურთელს მხოლოდ იმის გამო არ უნდა გადაეცეს, რომ მან ჩემპიონთა ლიგა ან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ის აუცილებლად პსჟ-ს ან ესპანეთის ნაკრების წევრი არ უნდა იყოს. - განაცხადა პორტუგალიელმა
დროის გასვლასთან ერთად, ოქროს ბურთის პრეტენდენტებზე დისუკსია სულ უფრო პიკს აღწევს. ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მფლობელი, ორ თვეზე ნაკლებ დროში გახდება ცნობილი. 26 ოქტომბერს, ამ ცერემონიას ლონდონი უმასპინძლებს.
🚨🗣️ Luis Enrique on Jose Mourinho's comments that Kylian Mbappé deserves the Ballon d'Or:
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) September 3, 2026
"I'm not interested in individual awards, but for me it should be awarded to a player from Paris Saint-Germain."
"We have all the players who have been champions of all the most… pic.twitter.com/tiiCzsdC7R