Belive

ენცო ფერნანდესის წასვლის შემთხვევაში ჩელსი ლამინ კამარას შეიძენს

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

„ჩელსიმ“ „მონაკოსთან“ სენეგალელი ნახევარმცველის, ლამინ კამარას, ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო. ლონდონური კლუბი ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს, განსაკუთრებით ენცო ფერნანდესის სატრანსფერო ამბების შემდეგ. ინგლისური მედიის ცნობით, არგენტინელ ნახევარმცველს „ჩელსის“ დატოვება და „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა სურს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმებაც შედგა. 

ბოლო ინფორმაციით, „ჩელსი“ კამარას სანაცვლოდ დაახლოებით 60 მილიონი ევროს გადახდას განიხილავს. მანამდე გავრცელებული ცნობებით კი „მონაკო“ ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ ევროს ითხოვდა, შესაბამისად, საბოლოო თანხაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს.

22 წლის კამარა „მონაკოს“ ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველია. ფრანგულ კლუბში გადასვლის შემდეგ სენეგალელმა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა, რის გამოც ახლა „ჩელსის“ ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. თავის მხრივ, „ჩელსი“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სწრაფად მოქმედებას ცდილობს, რათა ნახევარდაცვაში მნიშვნელოვანი დანაკარგის შემთხვევაში შესაბამისი შემცვლელი უკვე ჰყავდეს.

სხვა სტატიები