Belive

პსჟ Vs მეცი | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ ღამით, საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში, პარი სენ ჟერმენი მეცს უმასპინძლებს. მატჩი 00:05 საათზე დაიწყება.

რამდენიმე ვებგვერდმა მატჩის წინ გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა. დიდი ალბათობით, მონაკოსთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრის წინ, ლუის ენრიკე რამდენიმე ლიდერს დაასვენებს და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაცაა:

  • პსჟ | საფონოვი - ბერალდო, ზაბარნი, ერნანდესი, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, ლი, დუე, ბარკოლა, რამუში.

  • მეცი | ფიშერი - კუაო, სანე, მბულა, ბალო-ტურე, დემენგე, გოტიე ენი, მუნონგო, აბუაშვილი, წიტაიშვილი, დიალო

პარიზულ კლუბს ტრავმის გამო ფაბიან რუისი, სენი მაიულუ და კენტენ ნჯანტუ დააკლდებიან, საეჭვოა უსმან დემბელეს თამაშიც.

ლიგა 1-ის 23 ტურის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდს 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა, მეცი კი 13 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები