ტედი რინერი: "ოქროს ბურთი კვარაცხელიამ ან დემბელემ უნდა მოიგონ"
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ძიუდოისტმა, ფრანგმა - ტედი რინერმა, ფრანგულ ძიუდოს კლუბ პსჟ-სთან 2028 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგულ კლუბთან ერთად მორიგი წარმატების მიღწევას შეეცდება.
წარდგენისას, მას ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, თუ ვინ მოიგებს ოქროს ბურთს, რადგან ტედი რინერი პსჟ-სა და ზოგადად ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, რაზეც ლეგენდარულმა ტედიმ საინტერესო პასუხი გასცა.
'ფეხბურთი კარგად მესმის და ბავშვობიდან ძალიან მიყვარს - ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ პსჟ-ს გულშემატკივარი ვარ და ოდითგანვე ამ კლუბის წარმატებით ვბედნიერდები.
ოქროს ბურთის დაჯილდოება ახლოვდება და ჩემს ვარიანტსაც ვიტყვი თუ ვინ უნდა მოიგოს - ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მგონია, რომ ოქროს ბურთს ხვიჩა კვარაცხელია ან უსმან დემბელე მოიგებენ.
ახლა ალბათ ბევრი იტყვის, რომ ამას მხოლოდ იმიტომ ვიძახი რომ ფრანგი და ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ, თუმცა სრულიად სამართლიანად ვიძახი ამ ყველაფერს და ჩემი აზრს საკუთარი არგუმენტითვე ვაძლიერებ, რომ პსჟ ბოლო 2 წლის განმავლობაში ევროპის საუკეთესო კლუბი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია." - ტედი რინერი
🔴🔵 Teddy Riner sur le Ballon D’Or :🌕
— MEGA PSG 🇵🇸 (@MegaPSG_) September 16, 2026
« Le ballon d’or ? Il sera Parisien. Il ne peut qu’être parisien.
Je dirais kvara et Ousmane. » pic.twitter.com/KAAXJ5s2dT
აქვე შეგახსენებთ, რომ ტედი რინერი ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 7 მედალი მოიპოვა, ასევე პირველი ძიუდოისტია ისტორიაში, რომელმაც 5-ჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება (3-ჯერ ინდივიდუალურად, 2-ჯერ გუნდურ შეჯიბრში).
გარდა ოლიმპიური ჩემპიონობისა, ტედი რინერი 11-გზის მსოფლიოსა და 5-გზის ევროპის ჩემპიონია.
წელს ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება - ჯილდოს მოქმედი გამარჯვებული უსმან დემბელეა, რომელიც წელსაც ფავორიტთა შორისაა.