მასიმო მორატი: „მესიმ ასტრონომიულ წინადადებაზე უარი თქვა, რადგან კარიერა ბარსელონაში დაესრულებინა"
ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა - მასიმო მორატიმ, 2012 წელს ლიონელ მესის ტრანსფერთან დაკავშირებული სენსაციური დეტალები გაასაჯაროვა. კატალონიურ გამოცემა 'Sport'-თან საუბრისას იტალიელმა აღიარა, რომ არგენტინელი ვარსკვლავის ბარსელონადან წამოსაყვანად ასტრონომიული თანხა - 500 მილიონი ევრო მზად ჰქონდა, თუმცა შეთავაზება მოლაპარაკებების ეტაპამდეც კი ვერ მივიდა.
„2012 წელს ნამდვილი სიგიჟე ჩავიდინე და მესის 500 მილიონი ევრო შევთავაზე - იმ პერიოდში ეს წარმოუდგენელი ციფრი იყო. ინტერის ვიცე-პრეზიდენტი ბარსელონაში გავაგზავნე, თუმცა ლეომ წერილი არც კი გახსნა და შეთავაზების ოდენობაც არ გაუგია - მან წინადადება დეტალების გაცნობამდე უარყო.
მოგვიანებით კი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ მას კარიერის დასრულება ბარსელონაში სურდა და ოდითგანვე ასე იყო განწყობილი - მას ფული არ აინტერესებდა, მიზანი მხოლოდ ერთი ჰქონდა, კარიერის ბოლომდე ბარსელონაში თამაში." - მასიმო მორატი
მორატიმ იცოდა, რომ ლეოს კატალონიაში დარჩენა სურდა, თუმცა მისი ცდუნება უზარმაზარი ფინანსებით მაინც სცადა. საბოლოოდ, მესიმ 'ბლაუგრანა' მხოლოდ 2021 წელს, კლუბის მძიმე ფინანსური კრიზისის გამო იძულებით დატოვა და პსჟ-ს შეუერთდა, მოგვიანებით კი ინტერ მაიამიში გადავიდა.
Massimo Moratti (Eski Inter Başkanı):
— Calcio Türkiye 🇹🇷🇮🇹 (@CalcioTurkey) September 16, 2026
“2012’de çılgınca bir şey yaptım. Messi için 500 milyon euroluk bir teklif yaptım. O dönemde bu rakam inanılmazdı. Görüşmeleri yürütmek için başkan yardımcımı Barcelona’ya gönderdim.
Ancak Messi mektubu bile açmadı ve teklifin detaylarını… pic.twitter.com/X5vaZRo54C