Belive

L'Équipe-მა 2026 წლის ოქროს ბურთის 5 მთავარი ფავორიტი დაასახელა

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

წამყვანმა ფრანგულმა გამოცემამ 'L'Équipe'-მა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ ხუთი ფავორიტი დაასახელა, რომელთა ნომინანტებიც გაზეთის გარეკანზეა გამოსახული. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს ამჟამინდელი მფლობელი პსჟ-სა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გარემარბი - უსმან დემბელეა.

'L'Équipe-ის ცნობით, ხმის მიცემის მთავარი პრეტენდენტები არიან

  • ჰარი კეინი (ბაიერნი)

  • ლიონელ მესი (ინტერ მაიამი)

  • ლამინ იამალი (ბარსელონა)

  • კილიან მბაპე (მადრიდის რეალი)

  • უსმან დემბელე (პსჟ)

2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. ეს იქნება პრიზის 70 წლის იუბილე. გამარჯვებული გამოვლინდება ფიფას რეიტინგის 100 საუკეთესო ქვეყნის წარმომადგენელი 100 ჟურნალისტის ხმის მიცემის შედეგად.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელი ოქროს ბურთის საუკეთესო 30 ფეხბურთელშია ნომინირებული.

სხვა სტატიები