Belive

ჟოზე მოურინიო: "სხვები ათ წელს ითხოვენ, მე მხოლოდ 3 თვე მჭირდება"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, გუნდის წინსვლასა და ახალი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ვადებზე საუბრობს.

"მე სამ თვეს ვითხოვ, სხვები ათ წელს ითხოვენ... შესაძლოა, სრულად სწორად არ გამოვხატე აზრი, მაგრამ ვგულისხმობ იმას, რომ მინდა სამი თვის შემდეგ იმაზე უკეთესები ვიყოთ, ვიდრე ახლა ვართ, მაგრამ არ მაქვს ჯადოსნური ფორმულა, რომელიც სამ თვეში წარმოუდგენელი დონის მიღწევის საშუალებას მოგვცემს.

ყოველ მატჩსა და ყოველ ვარჯიშზე მიზანი გაუმჯობესებაა. რაც უფრო დიდხანს მუშაობენ ფეხბურთელები ერთად და რაც უფრო დიდხანს მუშაობს მწვრთნელი გუნდთან, მით მეტი შესაძლებლობა აქვს კოლექტივს, რომ უფრო ძლიერი გახდეს",
- ჟოზე მოურინიო.

მადრიდის რეალს ლა ლიგაში 5-დან 4 მოგება აქვს და 12 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები