Belive

არავინ პსჟ-დან | პიკემ ოქროს ბურთის 3 მთავარი ფავორიტი დაასახელა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

„ოქროს ბურთის“ 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიალამდე სულ ცოტა დრო რჩება, ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა - ჟერარ პიკემ კი საკუთარი ფავორიტები დაასახელა.

მისი ვარიანტები სოციალურ ქსელში დისკუსიების მიზეზი გახდა. პიკემ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში თავისი სამეული გამოჰყო: ჰარი კეინი, ლამინ იამალი და როდრი.

პიკეს მიერ შერჩეული ტრიო მიმდინარე სეზონის სამ მთავარ სიუჟეტურ ხაზს ასახავს. 33 წლის ჰარი კეინი ბუკმეკერების მთავარ ფავორიტად რჩება ბაიერნში ჩატარებული ისტორიული სეზონის შემდეგ - ინგლისელმა ფორვარდმა ბუნდესლიგის საჩემპიონო თასი მოიგო და ბუნდესლიგის ერთსეზონიანი საგოლე რეკორდი დაამყარა, თუმცა ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალებიდან გამოთიშვა მის შანსებს ოდნავ ამცირებს.

მეორე მხრივ, 18 წლის ლამინ იამალი ამ რბოლის მთავარი გმირია - ესპანეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე ტრიუმფის შემდეგ მან „ოქროს ბურთის“ დავაში ერთ-ერთი ლიდერი გახდა,

რაც შეეხება როდრის, 2024 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი ზაფხულში ბარსელონაში გადავიდა და ჰანსი ფლიკის გუნდის მთავარ დირიჟორად რჩება. საინტერესოა, რომ პიკეს სიის მიღმა დარჩა კილიან მბაპე, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ვარსკვლავი 30 ნომინანტს შორის ფიგურირებს და ამ პრიზის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

საინტერესოა, რომ პიკემ საკუთარ ლიდერებში პსჟ-ს არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა, გუნდის, რომელიც ზედიზედ 2 სეზონია ევროპის საუკეთესოა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ჟერარ პიკეს, მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონობის, ევროპის პირველობისა და ჩემპიონთა ლიგის მრავალჯერადი ტრიუმფისა, „ოქროს ბურთის“ გამოკითხვებში მე-9 ადგილზე მაღალი პოზიცია კარიერის განმავლობაში არასდროს დაუკავებია.

2026 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოება 27 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

სხვა სტატიები