Belive

ბაიერნი Octoberfest-ისადმი მიძღვნილი ახალი ფორმით ითამაშებს

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნმა გერმანული სპორტული ბრენდის, ადიდასის მიერ შექმნილი ახალი ფორმა წარადგინა, რომელიც 2026 წლის ოქტობერფესტს ეძღვნება.

"როდესაც მიუნხენში ოქტომბრის ფესტივალი იწყება, სადაც ტრადიცია ცხოვრების სიხარულსა და საფეხბურთო სულს ერწყმის, დროა ბაიერნის ახალი მაისური წარვადგინოთ! ჩვენი კლუბი კიდევ ერთხელ უერთდება ადიდასს, რათა წელს მოედანზე ოქტომბრის ფესტივალის განსაკუთრებული ატმოსფერო შემოიტანოს. ახალი მაისური აერთიანებს მიუნხენის ტრადიციულ სტილს თანამედროვე, თავდაჯერებულ დიზაინთან და აღნიშნავს ყველაფერს, რაც ამ პერიოდს ასე განსაკუთრებულს ხდის: ცხოვრების სიხარულს, საზოგადოებასა და მრავალფეროვნებას.

ფერადი ყვავილოვანი ორნამენტი ტრადიციული ყვავილოვანი მოტივების თანამედროვე ინტერპრეტაციაა. სხვადასხვა მკვეთრი ფერი ასახავს მრავალ ასპექტს: ფერადს, ცოცხალსა და მრავალფეროვანს და გადმოსცემს უნიკალურ ატმოსფეროს, რომელიც მიუნხენს ყოველწლიურად ოქტომბრის ფესტივალის დროს ახასიათებს", - წერს ბაიერნის ოფიციალური ვებგვერდი.

"რეკორდმაისტერი" შემდეგ მატჩს უნიონ ბერლინთან, გერმანიის ბუნდესლიგის მე-4 ტურის ეგიდით, 18 სექტემბერს, აღნიშნული ფორმით ჩაატარებს.

სხვა სტატიები