Belive

დიომანდეს ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებში, ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს

3 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

კოტ-დ'ივუარელი ვარსკვლავი, იან დიომანდე, რეალში, ძირითად თერთმეტეულს მიღმაა. 19 წლის ფეხბურთელი განაცხადში ყოველთვის ხვდება და მოედანზეც ხშირად გამოდის, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში რეგულარული სათამაშო დროის მიღება, მისთვის მთავარი პრობლემაა.

როგორც ესპანური გამოცემა "Sport"-ი იტყობინება, დიომანდემ, რეალის მაისურით ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში, სულ რაღაც 94 წუთი ითამაშა. რაც საშუალოდ, ერთ თამაშში, 19 წუთი გამოდის. მადრიდულმა კლუბმა, ლაიფციგს, დიომანდეს სანაცვლოდ, 125 მილიონი ევრო გადაუხადა. დამატებით 15 მილიონი კი ბონუსებისა და სხვადასხვა დამატებითი პირობის სახითაა გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ღირებულებამ "ბლანკოსის" ახალწვეული სატრანსფერო ბაზრის გრანდებს შორის მოაქცია, მისი სათამაშო დრო, სრულიად საპირისპიროს მეტყველებს.

დიომანდემ, ესპანიოლთან 26 წუთი ითამაშა. სოსიედადთან - 6, მალაგასთან - 25, ბეტისთან - 26 ხოლო, ინტერის წინააღმდეგ, 11. ხუთივე შეხვედრაში, აფრიკელი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. ამ ეტაპზე, მას ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

წარსულში, ახალწვეულები, ძირითადი შემადგენლობის წევრები უფრო სწრაფად ხდებოდნენ. ნეიმარი (222 მილიონი) პარი სენ-ჟერმენში, ენცო ფერნანდესი (107/125 მილიონი), ჩელსისა და მანჩესტერ სიტიში, ალექსნდერ ისაკი (125 მილიონი) - ლივერპულში, მორგან როჯერსი (117 მილიონი) - ჩელსიში, ელიოტ ანდერსონი (116 ილიონი)- მანჩესტერ სიტიში, ჟოაუ ფელიქსი (113 მილიონი) - ატლეტიკოში და ბრედლი ბარკოლა (123 მილიონი) - ლივერპულში. ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც, ტრანსფერის შემდეგ, ახალი გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრები ძალიან სწრაფად გახდნენ.

კოტ-დ'ივუარელი კი, კვლავ მეტი სათამაშო დროის მიღებას ელოდება. დიომანდემ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მის გარშემო რამდენიმე გუნდი აქტიურობდა. საბოლოოდ, 19 წლის მოთამაშემ ესპანეთს მიაშურა და მადრიდის რეალის მაისური მოირგო, მაგრამ ჯერჯერობით, მოედანზე ყოფნას, მხოლოდ ლიმიტირებული დროის ფარგლებში ახერხებს.

სხვა სტატიები