ევროპული ოცნება: მოურინიო, რეალთან ერთად, ისტორიულ მისიას უმიზნებს
ჟოზე მოურინიოს იდეალური შესაძლებლობა აქვს, ისტორია დაწეროს და პირველი მწვრთნელი გახდეს ისტორიაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგას სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგებს. პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგა, ორ სხვადასხვა კლუბთან (პორტუ - 2004; ინტერი - 2010) უკვე მოგებული აქვს. დღეს კი, "განსაკუთრებული" 2026/27 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონს, სწორედ ინტერის წინააღმდეგ გახსნის.
მოურინიოს გარდა, მხოლოდ ექვსმა მწვრთნელმა შეძლო ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად ამ ტურნირის მოგება. ესენი არიან:
ერნსტ ჰაპელი - ფეინოორდი (1970), ჰამბურგი (1983)
ოტმარ ჰიცფელდი - დორტმუნდი (1997), მიუნხენის ბაიერნი (2001)
იუპ ჰაინესკი - მადრიდის რეალი (1998), მიუნხენის ბაიერნი (2013)
კარლო ანჩელოტი - მილანი (2003, 2007), მადრიდის რეალი (2014, 2022, 2024)
პეპ გვარდიოლა - ბარსელონა (2009, 2011), მანჩესტერ სიტი (2023)
ლუის ენრიკე - ბარსელონა (2015), პარი სენ-ჟერმენი (2025, 2026)
საფეხბურთო გამოცემა AS-ის შეფასებით, მოურინიო, მადრიდის რეალთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს იმსახურებს. პორტუგალიელი, ამასთან ახლოს ზედიზედ სამი სეზონი განმავლობაში, 2011, 2012 და 2013 წლებში იყო, მაგრამ სამივე შემთხვევაში, ნახევარფინალიდან გამოვარდა. ახლა კი, ჟოზეს, რეალთან ერთად, კვლავ ეძლევა ამ ისტორიის დაწერის შანსი. თუ ის "ბლანკოსთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, გახდება პირველი მწვრთნელი ისტორიაში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად ექნება მოგებული.
José Mourinho a un rêve ultime avec le Real Madrid https://t.co/8cn5wp5UV0
— Foot Mercato (@footmercato) September 8, 2026