ოსიმენი ტრამვის გამო ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას გამოტოვებს
ვიქტორ ოსიმენი, ტრამვის გამო, ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. სამედიცინო საკვნით, დადასტურდა, რომ ნიგერიელ ფეხბურთელს კუნთის დაჭიმულობა აღენიშნება, რომელიც მან თურქეთის სუპერ ლიგის შეხვედრაში, ბაშაქშეჰირთან მატჩის დროს მიიღო. ამ ტრამვის გამო, ოსიმენი, დაახლოებით, ორიდან სამ კვირამდე ვერ ითამაშებს. საკლუბო ფეხბურთის გარდა, სავარაუდოდ, ნიგერიელი, ვერც ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება, რომელიც თვის ბოლოს, 2027 წლის აფრიკის ერთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს.
MR-ისა და გაფართოებული სამედიცინო გამოკვლევების დასრულების შემდეგ, ვიქტორ ოსიმენს, მარჯვენა ადუქტორის (საზარდულის) კუნთის, საშუალოზე მაღალი სიმძიმის დაჭიმულობა აღენიშნება. - ნათქვამია გალათასარაის ოფიციალურ განცხადებაში
მართალია, ოსიმენი ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს გამოტოვებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის მოედანს მალე დაუბრუნდება. დიდი ალბათობით, ვიქტორი, ჩემპიონთა ლიგის რიგით მეორე მატჩისთცის მზად იქნება, სადაც 13 ოქტომბერს, გალათასარაი, სტამბოლში, ბარსელონას უმასპინძლებს.
🚨 BLESSURE À L'ADDUCTEUR POUR VICTOR OSIMHEN 🇳🇬 !!! 🤕
— Football Actu (@FootActu_2) September 6, 2026
L'attaquant nigérian sera forfait durant 2 à 3 semaines et manquera le choc contre le Sporting 🇵🇹. ❌
(@yagosabuncuoglu) pic.twitter.com/b4CDSUYObW