Belive

როდრი: "ფლიკსა და გვარდიოლას შორის არანაირი მსგავსება არ არის

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

როდრიმ პეპ გვარდიოლასა და ჰანსი ფლიკზე ისაუბრა. 30 წლის ნახევარმცველის შეფასებით, ესპანელსა და გერმანელ სპეციალისტს შორის, არავითარი მსგავსება არ არის. როდრიზე, ბარსელონაში გატარებულმა პირველმა დღეებმა იმაზე განსხვავებული შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე ამას თავად ესპანელი ელოდა. როდრიმ ამ და სხვა საკითხებზე Mundo Deportivo-სთან ისაუბრა.

როდესაც აქ პირველად მოვედი, ვფიქრობდი, რომ ისეთ ბარსელონაში მოვხვდი, რომელიც ბურთის ფლობასა და პასებზეა ორიენტირებული. მოგვიანებით კი მათ მკაცრი ფიზიკური ვარჯიშები დამინიშნეს და ამ ყველაფერს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა. ვფიქრობ სურდათ, რომ მათი სტილი ჩემთვის მოერგოთ. ეს ჩვეულებრივი ამბავი ნამდვილად არ იყო. ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი სწორედ ფიზიკური დატვირთვები აღმოჩნდა.

გვარდიოლასა და ფლიკს შორის განსხვავებას რაც შეეხება, პეპს სჯეროდა, რომ ფეხბურთელისთვის მთავარი მოტივატორი, კონკურენციაა. გვარდიოლას ფილოსოფიის მთავარი ნაწილი ის იყო, რომ ფეხბურთელს სათამაშო რიტმი ეგრძნო და ეს შეენარჩუნებინა. ფლიკი კი, სრულიად განსხვავებულია და ყველაზე დიდ მნიშვნელობას ფეხბურთლის ფიზიკურ ძალისხმევასა და მომზადების დონეს ანიჭებს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვვარჯიშობდი ესე ხშირად. - როდრი

მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ახლა ეროვნულ ნაკრებზეა ფოკუსირებული და თანაგუნდელებთან ერთად, ერთა ლიგისთვის ემზადება, როდრი ბარსელონას წინასასეზონო მომზადების გარეშე შეუერთდა რის გამოც, ფლიკი მის სათამაშო დროს მიზანმიმართულად ანაწილებს. გერმანელი სპეციალისტის მიზანია, როდრიმ სათამაშო ფორმა თანდათანობით აღიდგინოს და ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციებამდე მივიდეს.

სხვა სტატიები