ორი რჩეული: როგორ ანაწილებს პსჟ ძალებს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში
პარი სენ ჟერმენმა გადაწყვიტა, ოქროს ბურთის თავისი 10 კანდიდატიდან მხოლოდ ორის დაწინაურებაზე იზრუნოს.
პარიზულ კლუბს ჯილდოსთვის ბრძოლაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს: ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ფაბიან რუისი, აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში, ვიტინია, მარკინიოსი, ჟოაუ ნევეში, ვილიან პაჩო და ფერან ტორესი.
მთავარი ფავორიტები კვარაცხელია, დემბელე და რუისი არიან. Le Parisien-ის ცნობით, დედაქალაქურმა კლუბმა გადაწყვიტა, მხარდაჭერილი პრეტენდენტების წრე სამიდან (კვარა, დემბელე, რუისი) ორ კანდიდატამდე შეამციროს. პსჟ ფსონს კვარაცხელიასა და დემბელეზე დებს და მათ თავის მთავარ კოზირებად მიიჩნევს. რაც შეეხება ფაბიან რუისს, არსებობს მოსაზრება, რომ ნახევარმცველს აკლია ფართო აღიარება და, მისი ორი თანაგუნდელისგან განსხვავებით, ვერც შთამბეჭდავი სტატისტიკით დაიკვეხნის.
,,კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ის გადამწყვეტი ფიგურა იყო ფლეი-ოფის ეტაპის ყველა მატჩში. პრობლემა ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია.'' - წერს გამოცემა
26 ოქტომბრის ჩათვლით, სანამ ლონდონში წლევანდელი ცერემონია გაიმართება, პსჟ წინ სწორედ კვარასა და დემბელეს წამოწევს. ამ კამპანიის პირველი ნაბიჯი იყო ბრესტთან გამარჯვების შემდეგ დემბელეს გამოსვლა Ligue 1+-ის ეთერში, სადაც მან ოქროს ბურთთან დაკავშირებით კილიან მბაპეს სიტყვებს უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია, სეზონის მიმდინარეობის, ცალკეული შედეგებისა და გამოკითხვის მონაცემების მიხედვით, პარიზელებმა არჩევანი კიდევ უფრო დააკონკრეტონ და ერთ კანდიდატზე შეჩერდნენ. მომავალ კვირას მარსელის წინააღმდეგ გასამართმა მატჩმა, შესაძლოა, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს:
სწორედ ასე მოქმედებს ყველა კლუბი. მაგალითად, რეალმა ბელინგემის ნაცვლად მბაპე აირჩია, ბარსა როდრის მაგივრად იამალზე ამყარებს იმედებს, ხოლო ბაიერნმა ოლისეს კეინი არჩია. თუმცა, სიფრთხილეა საჭირო, რომ ამან საპირისპირო, უარყოფითი ეფექტიც არ გამოიღოს.
ოქროს ბურთის წლევანდელი დაჯილდოება 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.