Belive

პარი სენ-ჟერმენმა აშრაფ ჰაკიმის ტრავმასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენმა აშრაფ ჰაკიმის ტრავმის სიმძიმე დააზუსტა, რომელიც ფეხბურთელმა გუშინ, ლიგა 1-ის მატჩში, ბრესტის წინააღმდეგ მიიღო. პარიზელებმა, მეტოქეს, ფერან ტორესის ერთადერთი გოლით მოუგეს მაგრამ გამარჯვების მიუხედავად, ლუის ენრიკესთვის, გუშინდელი საღამო მაინც უსიამოვნო აღმოჩნდა.

ჰაკიმიმ, მატჩის დროს, მოედანი კოჭლობით დატოვა. პარიზულმა კლუბმა, ორშაბათს, საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურა: "გუშინ, ბრესტთან მატჩის დროს, მარჯვენა ბარძაყის მსუბუქი ტრავმის მიღების შემდეგ, აშრაფ ჰაკიმი ორი დღის განმავლობაში, სამედიცინო მკურნალობას გაივლის. ამ პერიოდის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელს დამატებით სამედიცინო კვლევებს ჩაუტარებენ".

ამ განცხადებიდან გამომდინარე, მაროკოელი ფეხბურთელი, მომდევნო შეხვედრისთვის, რომელიც 20 სექტემბერს, სტუმრად, მარსელის წინააღმდეგ გაიმართება, პსჟ-სთვის, ხელმისაწვდომი იქნება.

სხვა სტატიები